დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ პროექტი მიმდინარეობს
17-05-2022
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ პროექტი „ქვათა ღაღადი“ მიმდინარეობს. 

ჩატარებულ აქტივობებში აქტიურად არიან ჩართული სკოლის მოსწვალეები და პედაგოგები: მაყვალა ბოჭორიშვილი, მაია გორელიშვილი, მადონა ტოკლიკიშვილი, ნანა ბარბლიშვილი და ჰამესტ კირაკოსიანი.  პროექტის ხელმძღვანელია სკოლის დირექტორი სვეტლანა ბოჩიკაშვილი.

„ჩვენი სკოლა მეორე წელია ჩართულია ახალი სკოლის მოდელში, 2021-2022 სასწავლო წლის სასკოლო პროექტია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, რომლის ქვეთავია  „ქვათა ღაღადი". 
დაბა აბასთუმანში საკმაოდ ბევრი კულტურული  მემკვიდრეობის ძეგლია, რომელთაც ესაჭიროება დაცვა. მოსწავლეები კარგად უნდა იცნობდნენ დაბის ისტორიას, მის უნიკალურ  ძეგლებს და იცავდნენ მათ. ამ მიმართებით საკმაოდ დიდი მუშაობა ჩატარდა და ტარდება, სადაც აქტიურად ჩართულნი იყვნენ და არიან სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203