ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რესპუბლიკურ კონკურსში I ადგილი მოიპოვეს
17-05-2022
ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, მშობლიური სკოლა მოსწავლეებმა: ქრისტინე ონიანმა (VIII კლასი), ნინო გულბანმა (X კლასი) და მარიამ ონიანმა (IX კლასი) ასახელეს.
ბავშვები ესთეტიკური აღზრდის ცენტრის მიერ ჩატარებულ მოსწავლეთა რესპუბლიკურ კონკურსში - „საუკეთესო შემოქმედი“ მონაწილეობდნენ, სადაც I ადგილი მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულები დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს