ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პოეზიის არსისა და მნიშვნელობის შესახებ ლექცია ჩატარდა
17-05-2022
ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო შეხვედრები ხშირად იმართება.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ამჯერად, პროექტს - „მეოცნებე ნიამორებს“ ახორციელებს, რომელიც მიზნად შემოქმედ მოსწავლეთა წარმოჩენასა და ხელშეწყობას ისახავს.

პროექტის ფარგლებში ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა მერაბ კვიცარიძესთან, რომელმაც პოეზიის არსისა და მნიშვნელობის შესახებ შთამბეჭდავი ლექცია წაიკითხა; ასევე, გაიმართა კითხვა-პასუხი.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა თავიანთი შთაბეჭდილებები გადმოსცეს და ასეთი შეხვედრების კვლავ გაგრძელების სურვილი გამოთქვეს. შეხვედრას კი დირექტორი ალექსანდრე კერესელიძე და პედაგოგები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203