სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის მოსწავლე გვანცა კაკალაძე სასწავლო-კვლევით კონფერენციაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
17-05-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო კონფერენციებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობდნენ.
ამჯერად, მშობლიური სკოლა მეცხრეკლასელმა, გვანცა კაკალაძემ ასახელა, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ინიციატივით ჩატარებულ 75-ე სასწავლო კვლევითი კონფერენციაში მონაწილეობდა.