პატრიკეთის საჯარო სკოლაში მზის საერთაშორისო დღეს კვირეული მიეძღვნა
17-05-2022
გივი შენგელიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში მზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული - „დაე, მუდამ იყოს მზე“ გაიმართა, რომელშიც მე-5 კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი რუსუდანი ჭეიშვილი) აქტიურად მონაწილეობდნენ.
კვირეულის ფარგლებში მოეწყო ნახატების გამოფენა და გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ. მოსწავლეებმა ასევე, წარადგინეს ინფორმაცია მზის შესახებ, ისაუბრეს კოპერნიკისა და კეპლერის თეორიებზე მზის ენერგიის გამოყენების შესახებ. ნიჭიერმა მოსწავლეებმა მზეზე სიმღერებიც შეასრულეს (მასწავლებელი ნინო კილაძე).
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს