ჭითაწყარის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებსა და ეკოლოგიურ გამოწვევებზე საინტერესო შეხვედრა გაიმართა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სააგენტოს იურისტ დალი სულაშვილსა და ინსპექტორ არჩილ ქორიძეს უმასპინძლეს.
სკოლაში მათთან, სასკოლო პროექტის „გარემოს დაცვა სიცოცხლის გადასარჩენად“ ფარგლებში, საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
სტუმრებმა გარემოს დაცვის პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
„ვიმსჯელეთ მდგრადი განვითარების უმნიშვნელოვანეს ასპექტებზე და განსახორციელებელ ამოცანებზე; კვალიფიციური პასუხი გაეცა ყველა საინტერესო კითხვას.
მადლობას ვუხდით გარემოს დაცვის დეპარტამენტს თანამშრომლობისათვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: