ივერიის საჯარო სკოლაში საგნობრივი ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
17-05-2022

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლაში ისტორიაში შიდასასკოლო ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა. 

მოსწავლეები გუნდებად დაიყვნენ, საინტერესო კითხვებს უპასუხეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და თავიანთი შესაძლებლობები წარამატებით წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მსგავსი ღონისძიებები ხშირად იმართება, რადგან იქ მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

„ჩვენ გვიყვარს ისტორია და ხშირად ვაწყობთ შეჯიბრებს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203