„სტუმრად ზღაპართან“- რუსთავის N23 სკოლაში, დირექტორის ინიციატივით, საინტერესო პროექტი განხორციელდა
17-05-2022

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი „სტუმრად ზღაპართან“ განხორციელდა. 

პროექტის ინიციატორი სკოლის დირექტორი მზია კიწმარიშვილი იყო. მან პირველკლასელებს საინტერესო ზღაპრები წაუკითხა და ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურა. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

ბავშვებმა, თავის მხრივ, მათი საყვარელი გმირები გააცოხცხლეს და იმოგზაურეს წიგნების ჯადოსნურ სამყაროში. შეთანხმდნენ, რომ მომდევნო სასწავლო წელს, როცა სრულყოფილად დაეუფლებიან კითხვის ტექნიკას კვლავ ესტუმრებიან ზღაპრის გმირებს. 
ქალბატონი მზიას განცხადებით, მსგავსი პროექტები ხშირად გაიმართება სკოლაში, რადგანაც მისი დახმარებით ბავშვებს უმტკიცდებათ მოსაზრება, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203