მარნეულის N5 საჯარო სკოლის სკვერი მე-4 კლასის მოსწავლეებმა გაალამაზეს
17-05-2022
მარნეულის N5 საჯარო სკოლის სკვერი მე-4 კლასის მოსწავლეებმა გაალამაზეს. 

მათ ქოთნებში ყვავილები ჩარგეს, შემდეგ კი სკვერში განათავსეს. 

აქტივობა სასკოლო პროექტის „გარემოს დაცვა“ ფარგლებში მიმდინარეობდა. მოსწავლეები აქტივობაში დამრიგებელ ნათია ხარშილაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

მეოთხეკლასელები გარემოს დაცვის მნიშვნელობას კარგად აცნობიერებენ და ბუნებაზე ზრუნავენ.

„გაზაფხული ჩვენს სკოლაში.
მადლობა მოსწავლეებს და მათ დამრიგებელს, ნათია ხარშილაძეს, ასეთი კრეატიული ჩანაფიქრისთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203