თბილისის N16 საჯარო სკოლაში საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა
17-05-2022
დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლაში საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა.

სკოლაში ზოგადი განთლების რეფორმის ფარგლებში სასკოლო პროექტ „ჯანსაღი ცხოვრების წესის“ განხორციელება გრძელდება, რომლის მიზანიც მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა და ჯანმრთელი თაობის აღზრდაა. ამ მიზნით გაიმართა საფეხბურთო ტურნირიც.

ის VII-VIII კლასის მოსწავლეთა შორის გაიმართა. ფინალური მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, რის გამოც გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა. პირველ ადგილზე VIII კლასის გუნდი გავიდა, ისინი მედლებითა და თასით დაჯილდოვდნენ. მეორე ადგილი კი VIII კლასის მოსწავლეებმა დაიკავეს. მათ სიგელები და მედლები გადაეცათ. 

ღონისძიებას მოწვეული სტუმრები - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტი გია ბეგიაშვილი, ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული, ს/კ „დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელი თენგიზ სულაქველიძე, გლდანის რაიონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ბექა სივისვაძე ესწრებოდნენ. 

„საფეხბურთო სკოლა „ამერი 2020“-მა ფეხბურთის ჩემპიონატის საფინალო მატჩი ჩაატრა, რომელიც თბილისის „დინამოს“ 1981 წლის 13 მაისის ლეგენდად ქცეულ ტრიუმფს მიეძღვნა.
ღონისძიება საცეკვაო ნომრებით გაალამაზა მე-16 საჯარო სკოლის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „უტამ" (ხელმძღვანელი კ.ზაქაშვილი);
ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზება ეკუთვნის ილია ხუჭუას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203