ეწერისა და ჩხორიის საჯარო სკოლების მოსწავლეები მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში ერთობლივად ჩაერთნენ
17-05-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლების მოსწავლეები პედაგოგების - ინგა სამუშიას და მთვარისა ფიფიას ხელშეწყობით საინტერესო პროექტში მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დაგეგმეს დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში - „გახდი ძველი ქართული ანბანის მკვლევარი“ ერთობლივად ჩართულიყვნენ.

„საინტერესო იყო ექსკურსია დედოფლისეულ სასახლეში: მოსწავლეებმა დადიანების მემორიალური გამოფენა და ნიკოსეულ სასახლეში გამოფენილი, ამ მუზეუმში დაცული უნიკალური ხელნაწერი წიგნები დაათვალიერეს; აგრეთვე მოისმინეს ლექცია ძველი ქართული ანბანის შესახებ: პროგრამის პრაქტიკული ნაწილი კი ძალიან სახალისო იყო მონაწილეებისათვის; მათ შესწავლილი ჰქონდათ ძველი ქართული ანბანი და ადვილად შეძლეს ასომთავრულ ნაწერებზე მუშაობა და აფორიზმებისა და ანდაზების ამოკითხვა.

ასეთი საგანმანათლებლო- შემოქმედებითი ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდობის კულტურულ მემკვიდრეობასთან დაახლოებასა და  ცნობისმოყვარეობის გაღვივებას.

მოსწავლეები დაინტერესდნენ ხელნაწერებთან მუშაობით და იმედია, ვითანამშრომლებთ მუზეუმის  ხელნაწერების ფონდთან, რომ დაინტერესებული ბავშვები გახდნენ ნორჩი-მკვლევარები.

მასწავლებლები - ინგა სამუშია და მთვარისა ფიფია მადლობას უხდიან მუზეუმის თანამშრომლებს: ქალბატონ ნანა აბულაძესა და ქალბატონ სვეტა მიქავას, კლასის ხელმძღვანელებს - ბადრი ჯინჯოლავასა და ინგა თორდიას. ეწერის საჯარო სკოლის დირექტორს, ბატონ რობერტ გელოვანს აქტიური მხარდაჭერისთვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203