ივერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, პრეზენტაციები მოამზადეს
17-05-2022

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი, პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებასა და აქტივობას სთავაზობენ, ამასთან, მასწავლებლები მათ არა მხოლოდ საგნებს, არამედ ტოლერანტობას ასწავლიან და ღირსეულ მოქალაქეებად ზრდიან.

სკოლაში მორიგი საგანმამათლებლო ღონისძიება დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მიეძღვნა. ღონისძიება 21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს გაიმართა. 

მე-7 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ 

მოსწავლეთა პრეზენტაციები მეტად საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203