ჩხორიის საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო კონკურსის ფარგლებში, „ჯანსაღი კვების ფესტივალი“ მოეწყო
17-05-2022

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი - „ნიკე“ GDI-ის მიერ გამოცხადებულ რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით ცნობიერების ამაღლებისადმი მიძღვნილ კონკურსში წარმატება მოიპოვა. 

კლუბმა, რომელსაც მაია არახამია ხელმძღვანელობს, კონკურსში მესამე ადგილი მოიპოვა.

კონკურსის ფარგლებში სკოლაში მოეწყო - „ჯანსაღი კვების ფესტივალი“.

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ ადგილობრივი თვითმმართველობა, სკოლის მოსწავლეები და მშობლები.​

ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს კლუბის წევრებსა და მასწავლებელს კონკურსში წარმატებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203