„ანა ფრანკის გაბრწყინების დღე“ - ახმეტის N2 საჯარო სკოლაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საღამო გაიმართა
17-05-2022
ახმეტის N2 საჯარო სკოლაში ჰოლოკოსტისა და ანა ფრანკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო „ანა ფრანკის გაბრწყინების დღე“ გაიმართა. 

აქტივობა პროგრამა „კლანბეტის“ ფარგლებში ჩატარდა. მონაწილე მოსწავლეებმა დისკუსია ინგლისურ ენაზე გამართეს, მათ II მსოფლიო ომის დროს მომხდარი ტრაგედიებზე ისაუბრეს. 

აღნიშნულ ღონისძიებას წინ ანა ფრანკის, ჰოლოკოსტისა და ცისფერყანწელებისადმი მიძღვნილი გამოფენა უძღვოდა.

ხსოვნის საღამოს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, საკრებულოს თავჯდომარე იოსებ ქარუმაშვილი, მერის მოადგილეები და ისრაელიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
 
„ცისფერყანწელები იყვნენ პოლონელი პოეტის ოსეპ მანდელშტამის მეგობრები, რომელმაც რუსულ და გერმანულ ენებზე თარგმნა ვაჟა ფშაველა და მთელს ევროპას გააცნო საქართველოს საუკეთესო მგოსანი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203