ევროპის დღეები​ ჩხორიის საჯარო სკოლაში
17-05-2022

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში ეკოკლუბ „ფესვების“, eTwinning ჯგუფისა და სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ერთობლივი ინიციატივით, „ევროპის დღეები 2022“ აღინიშნა.

ჩატარდა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები. მოსწავლეებმა შექმნეს ელექტრონული პოსტერები, ნახატები, ბუკლეტები. მოსწავლეებთან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ონლაინ შეხვედრა გაიმართა. მოეწყო დებატები, სპორტული ღონისძიებები.

ეკოკლუბ „ფესვების“ ხელმძღვანელი მზია ქარდავა გახლავთ. eTwinning ჯგუფის ხელმძღვანელები არიან: იზოლდა ხვიჩავა, მზია ქარდავა და ირინა სოსელია, სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ კი მაია არახამია უდგას სათავეში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203