ქვილიშორის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ქართულსა და მათემატიკაში საცდელი ტესტირება ჩაუტარდათ 
17-05-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლა ჩართულია პროექტში - „შეფასება განვითარებისთვის“. 

პროექტის ფარგლებში მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე მათემატიკაში საცდელი ტესტირება ჩაუტარდათ. 

ტესტირება ონლაინ მიმდინარეობდა და მას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დამკვირვებელი ესწრებოდა. 

„მოსწავლეებმა ელექტრონულად შეასრულეს ტესტური დავალებები. შეფასების შედეგებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ელექტრონულად მოგვაწვდის პროექტის დასრულების შემდეგ. შეფასების შედეგები წარმოდგენილი იქნება როგორც თითოეული მოსწავლის დონეზე, ასევე კლასისა და სკოლის დონეზე. წარმატებებს ვუსურვებთ პროექტში მონაწილეებს!“- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203