ბათუმის N8 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა გიორგი V ბრწყინვალეს საინტერესო პროექტი მიუძღვნეს
17-05-2022
ბათუმის N8 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი - „გიორგი V ბრწყინვალე“ განახორციელეს. 

მათ XIV საუკუნის I ნახევარის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრეს, თანაც ისტორიული პერსონების როლი მოირგეს და არაჩვეულებრივი აქტივობა გამართეს. 

მოსწავლეებმა ცოდნა და უნარები წარმატებით წარმოაჩინეს. მათი ისტორიის მასწავლებელი დიანა კაპანაძეა.

„მოსწავლეებმა შეძლეს XIV საუკუნის I ნახევარის საქართველოში მიმდინარე მოვლენების ასახვა-ანალიზი, ისტორიული პროცესების დროსა და სივრცეში აღქმა, გამოავლინეს საკითხის ცოდნა და შემოქმედებითი უნარი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203