„ანბანი, როგორც სამყარო“ - მინაძის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიება გამართეს
17-05-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ. პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას უდიდეს ყურადღებას უთმობენ. 

რა თქმა უნდა, მასწავლებელთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედაენის დღეს. ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა გამართეს საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიება ქართული ენის დიალექტების, ქართული დამწერლობის, წარმოშობისა და განვითარების ასევე მსოფლიო ენებისა და დამწერლობების წარმოშობის შესახებ.

მოსწავლეები საგანმანათლებლო ღონისძიებაში ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203