ჩატარდება თუ არა გაცდენების გამო ექსტერნატის გამოცდა მოსწავლეებისთვის?
17-05-2022
ჩატარდება თუ არა გაცდენების გამო ექსტერნატის გამოცდა მოსწავლეებისთვის 2021-2022 სასწავლო წლის ბოლოს, ჯერჯერობით უცნობია. როგორც განათლების სამინისტროში გვეუბნებიან, აღნიშნულთან დაკავშირებით განატლების მინისტრმა უნდა გამოსცეს ბრძანება.
უწყების განმარტებით, მას შემდეგ, რაც ჩხენკელი გამოსცემს ბრძანებას, დოკუმენტი გადაეგზავნებათ რესურსცენტრებს, რომლებიც თავის მხრივ, სკოლებს მიაწვდიან ინფორმაციას. თუმცა გამოიცემა თუ არა ბრძანება, ეს საკითხი დაზუსტებული არ არის. შეგახსენებთ, რომ 2019-2020 სასწავლო წლიდან გაცდენების გამო ექსტერნატის გამოცდა მოსწავლეებს აღარ ჩაუბარებიათ, არადა მანამდე არსებული წესით, თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლე სასწავლო წლის განმავლობაში გააცდენდა საგნისთვის, კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30%-ს და მეტს, ფასდებოდა მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.
ცნობისთვის, იმასაც გეტყვით, რომ აღნიშნული გამოცდები სასწავლო წლის დასრულების შემდგომ ინიშნებოდა, ჯამდებოდა მოსწავლეთა გაცდენები თითოული საგნის მიხედვით და დგინდებოდა საბოლოო ქულები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“