ზეინდარის საჯარო სკოლის მოსწავლეების - გუჯი მახარეიშვილისა და რეზი დიაკონიძის სპორტული წარმატება
16-05-2022

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ მიღწევას სკოლა საზოგადოებას ყოველთვის სიხარულით უზიარებს.

ამჯერად, მშობლიური სკოლა ორმა მოსწავლემ - გუჯი მახარეიშვილმა და რეზი დიაკონიძემ ასახელეს.

მოსწავლეების დამსახურებით ქუთაისის „აია“ რაგბში, ჭაბუკთა „ა“ ლიგის ჩემპიონი გახდა.

„ქუთაისის „აია“ ჭაბუკთა „ა“ ლიგის ჩემპიონია... დაძაბულ ბრძოლაში მატჩის მიწურულს მოახერხეს და გამარჯვების მომტანი ლელო მიითვალეს. ამ გამარჯვებაში ჩვენი სკოლის მოსწავლეების - გუჯი მახარეიშვილის და რეზი დიაკონიძის დიდი წვლილიცაა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203