„ძველი ქართული ოქრომჭედლობა“- თბილისის N60 სკოლის მე-3 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
16-05-2022
თბილისის N60 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო დავალებას ხშირად ასრულებენ. 

ამჯერად, მე-3 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო პროექტი „ძველი ქართული ოქრომჭედლობა“ განახორციელეს.

მათ თემის გარშემო ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, ნაშრომები შექმნეს და ინფორმაცია სხებსაც გააცნეს. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.

მე-3 კლასის დამრიგებელი ნანა ჩოხელი, ხოლო მე-5 კლასის დამრიგებელი სალომე ბექაურია, ხელოვნების მასწავლებელი კი მარინა მამცელიძე.

 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203