„მოგზაურობა წარსულში“ - წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
16-05-2022
მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო დავალებას ხშირად ასრულებენ. 

ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა ჯგუფური პროექტი „მოგზაურობა წარსულში“ მოამზადეს.

მათ თემის გარშემო ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, ნაშრომები შექმნეს და ინფორმაცია სხებსაც გააცნეს. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.

(მოსწავლეთა ხელოვნების მასწავლებელი - ი.კაკრიაშვილი; დამრიგებელი მ. ყურაშვილი).

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203