თბილისის N103 სკოლის ბიბლიოთეკას კითხვის მოყვარული მეორეკლასელები ეწვივნენ
16-05-2022
თბილისის N103 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს წიგნების კითხვას სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით აყვარებენ.
ამჯერად, კითხვის მოყვარული IIა კლასის მოსწავლეები დამრიგებლის, ნანა ჩხიტუნიძეს ხელმძღვანელობით სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.
„მადლობა ლიკას მასპინძლობისთვის. ბავშვები ვერ მალავდნენ ემოციებს და უამრავ კითხვას სვამდნენ. მათ იციან, რომ მკითხველთა სამი კატეგორია არსებოს: კითხულობენ და გებულობენ, კითხულობენ და ვერ გებულობენ და კითხულობენ და იმასაც გებულობენ რაც არ წერია. მათ პირობა დადეს, რომ იქნებიან საუკეთესო მკითხველები. მე მჯერა თქვენი კეთილგონიერების. მიყვარხართ, მეიმედებით“, - აღნიშნულია, ნიჭიერი მეორეკლასელების პედაგოგის ნანა ჩხიტუნიძეს განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს