მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებს ქართულსა და მათემატიკაში საცდელი ტესტირება ჩაუტარდათ
16-05-2022
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლა პროექტში - „შეფასება განვითარებისთვის“ მონაწილეობდა, რომლის ფარგლებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა საცდელი ტესტირება ჩაატარა.

პროექტის მიზანი ქართულსა და მათემატიკაში მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეთა მიღწევების შეფასება იყო.

მოსწავლეებისთვის საცდელი ტესტირება მთლიანად ელექტრონული პროგრამით ჩატარდა.

მოსწავლეებმა ელექტრონულად შეასრულეს ტესტური დავალებები და შეფასებებიც ელექტრონულად მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა საცდელ ტესტირებას თავი წარმატებით გაართვეს და მაღალი შედეგებიც მიიღეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203