ღულელების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბადმინტონის შეჯიბრში I ადგილი დაიკავეს
16-05-2022
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელების საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, მოსწავლეებმა 2009-2010 წელს დაბადებულ მოსწავლეთა შორის ბადმინტონში გამართულ მუნიციპალურ შეჯიბრში, როგორც ინდივიდუალურ ასევე წყვილში თანრიგში I ადგილი დაიკავეს.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სპორტის პედაგოგს, შოთა ბურდულს მორიგი გამარჯვების მოპოვებისთვის.