ღულელების საჯარო სკოლის ეზო მოსწავლეებმა დაასუფთავეს
16-05-2022
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელების საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პედაგოგის, მზია აბუაშვილის ხელმძღვანელობით დედამიწის დღე აღნიშნეს, რომლის ფარგლებშიც სკოლის ეზოს დასუფთავების აქცია მოაწყეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს უდიდესი ყურადღება ეთმობა და თითოეულ მოსწავლეს აქვს გააზრებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებაზე ზრუნვა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203