მარნეულის N5 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ფიზიკაში შემაჯამებელი ღონისძიება ჩაატარეს
16-05-2022
მარნეულის N5 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ფიზიკაში შემაჯამებელი ღონისძიება ჩაატარეს. 

მათ დამსწრე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ფიზიკაში VII - XI კლასის პროგრამა წარუდგინეს.

პრეზენტაციამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მოსწავლეებმა თავიანთი ცოდნა წარმატებით გამოავლინეს.

„მე-11 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ფიზიკის შემაჯამებელი/დამამთავრებელი ღონისძიება. მოგეხსენებათ, STEM საგნები მე-11 კლასით მთავრდება. მათ მასწავლებლებს და მოსწავლეებს წარმოუდგინეს VII - XI კლასის პროგრამა (მექანიკიდან ატომური ფიზიკის ჩათვლით) სახალისოდ და ძალიან საინტერესოდ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203