ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პლასტმასის ბოთლებითა და ფერადი ქაღალდებით ნამუშევრები დაამზადეს.
მათ შემოქმედებითი უნარები წარმატებით წარმოაჩინეს და ხელოვნებაში არაჩვეულებრივი ხელნაკეთი ნივთები შექმნეს.
ნამუშევრები სხვადასხვა თემატიკის იყო. აქტივობაში მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათი ხელმძღვანელი ხელოვნების პედაგოგი იყო.
„ხელოვნების პატარა კუთხე სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში. მოსწავლეების კიდევ ერთი შედევრი, რომელიც ხელოვნებას უკავშირდება. მხოლოდ პლასტმასის ბოთლებითა და ფერადი ქაღალდით მოამზადეს მშვენიერი და ძალიან ლამაზი ნივთები. ხელოვნების პედაგოგია გ.ჰარუთიუნიანი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს