აჭყვისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ სიგელებით დააჯილდოვა
16-05-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

ქობულეთის დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში მარიამ ხახუტაიშვილი (IX  კლასი), არჩილ ანანიძე  (IX  კლასი), თათია ხახუტაიშვილი (IX  კლასი), ანა ხაბაზი (IX  კლასი), ლიზი ხაბაზი  (X  კლასი) ლონდა რომანაძე  (X  კლასი), ბიძინა ჯინჭარაძე (X  კლასი) და ლიზი ხახუტაიშვილი  (X კლასი) მონაწილეობდნენ. შემდეგ ეტაპზე  ანა ხაბაზი და არჩილ ანანიძე გადავიდნენ და ოქროს სიგელები დაიმსახურეს. დანარჩენ მოსწავლეებს კი „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელი მიენიჭათ. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

10 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი ქობულეთელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტუალური კონკურსი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის მხარდაჭერით იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203