დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
16-05-2022
გიორგი შაინიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

ქობულეთის დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში ნიკუშა ვერულიძე  (VIII  კლასი), ანამარია ბერიძე (VIII კლასი), ჯაბა ფუტკარაძე  (IX  კლასი) მიშიკო კვირკველია (IX კლასი), მარისა ბერიძე (IX კლასი), ლინდა შაინიძე (IX  კლასი), ბექა ბერიძე (VIII კლასი), ჯაბა ჯუმუშაძე (VIII კლასი), ნინო მამულაიშვილი (X  კლასი) და ლანა ქამაშიძე (IX  კლასი) მონაწილეობდნენ. მათგან მიშიკო კვირკველია შემდეგ ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელი დაიმსახურა. დანარჩენ მოსწავლეებს კი „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

10 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი ქობულეთელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტუალური კონკურსი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის მხარდაჭერით იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203