„ქობულეთის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი და 5 ადგილი ყველაზე მაღალქულიანთა რეიტინგში - ჩაქვის N1 სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში
16-05-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს. 

ქობულეთის დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში სკოლიდან 41 მოსწავლე მონაწილეობდა. 13 მათგანი - კახა ვასაძე, ანა ბოჭორიშვილი, ანზორი ვადაჭკორია, ლიკა დუმბაძე, მარიამ კალანდაძე, თამარ ჭურკვეიძე, სალომე დიასამიძე, ანა ბერიძე, ლონდა ლაბაძე, ანანო ველიაძე, ავთო ბერიძე, სტელა კაზარიანი და შოთა ხუჯაძე შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ და ოქროს სიგელები დაიმსახურეს. დანარჩენ მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ. 

ამასთან განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ მარიამ კალანდაძემ პირველი ადგილი დაიკავა და „ქობულეთის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი მოიპოვა. ქობულეთის დისტანციურ კონკურსში მე-2 (ანანო ველიაძე), მე-3 (ლიკა დუმბაძე), მე-4 (თამარ ჭურკვეიძე) და მე-7 (ლონდა ლაბაძე) ადგილები ასევე ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ეკუთვნით. ისინი ქობულეთის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგში საპატიო ადგილებს იკავებენ. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203