მარნეულის N5 საჯარო სკოლის სკვერი დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა კიდევ უფრო გაამწვანეს
16-05-2022
მარნეულის N5 საჯარო სკოლაში პროექტი „გარემოს დაცვა“ მიმდინარეობდა. 

პროექტი 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, მასში დაწყებითი კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

პირველ დღეს 1-ელიგ; მე-3ბ; მე-3გ; მე-3დ; მე-4ბ და 4დ კლასის მოსწავლეებმა სკოლის სკვერში ნერგები დარგეს. 
მეორე დღეს პროექტში მე-3ა კლასიც ჩაერთო. ხოლო მესამე დღეს აქტივობებს 1-ელიდ; მე-4ა და მე-4გ კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. 

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად იაზრებენ.

„გაზაფხული ჩვენს სკოლაში.
მადლობა ეზოს გალამაზებისთვის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მოსწავლეების მშობლებსა და ბებიებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203