ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ბერუაშვილი ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა
16-05-2022
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ბერუაშვილი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.

მოსწავლეს სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელი მიენიჭა. 

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით კვლავ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

4 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი ქარელელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203