ხეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური სიგელები მიენიჭათ
16-05-2022

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეობის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

რობერტი ჩარექაშვილს, გიორგი ჭეჭვაძესა და ალა ჭეჭვაძეს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ.

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით კვლავ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

4 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი ქარელელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203