კოხის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ დააჯილოდვა
16-05-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

ქობულეთის დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში ოთხი მოსწავლე - თინიკო შევარდნაძე, ანრი ევგენიძე, ლიზი ანთაძე და ნია ჯინჭარაძე მონაწილეობდა. სამი მათგანი - თინიკო შევარდნაძე  (IX კლასი), ანრი ევგენიძე  (IX  კლასი) და ლიზი ანთაძე (VIII კლასი) შემდეგ ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელები დაიმსახურა. ნია ჯინჭარაძეს კი „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელი მიენიჭა. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

10 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი ქობულეთელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტუალური კონკურსი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის მხარდაჭერით იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203