„ბუნების ერთგული მეგობრები“ ეშტიის N1 საჯარო სკოლიდან
16-05-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს უდიდესი ყურადღება ეთმობა.
სკოლაში მორიგი სადამრიგებლო საათისთვის თემა - „ბუნების ერთგული მეგობრები“ აირჩიეს, რომლის ფარგლებში დამრიგებლებმა და მოსწავლეებმა გამწვანების აქცია გამართეს.
სასკოლო საზოგადოებამ ერთობლივი ძალისხმევით სკოლის ეზოში ხეები და ყვავილები დარგო.