ივერიის საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ვიქტორინა ჩატარდა
16-05-2022
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო აქტივობები თუ ვიქტორინები ხშირად ტარდება.
ამჯერად, მე-6, მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეების მონაწილეობით ქართულ ენაში ვიქტორინა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ბავშვებმა საკუთარი ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორინაში თითოეული მოსწავლე დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით იყო ჩართული.