„ეს ყველაფერი ხელოვნებაა...“ - ​საბეჭისის საჯარო სკოლაში საინტერესო კონკურსი ჩატარდა
16-05-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლაში კონკურსი „ეს ყველაფერი ხელოვნებაა...“ ჩატარდა, რომელშიც ორი გუნდი, მუსიკოსები - „ვირტუოზი“ და მხატვრები - „პალიტრა“ მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ხელმძღვანელი ნინელი ვიბლიანი გახლდათ.

კონკურსის მიზანი: საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერებისა და საკრავების ამოცნობა, ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებების გაცნობა, მოსმენა და გამღერება იყო. ასევე, ხელოვნების ნიმუშების, დარგებისა და ჟანრების ამოცნობა; ქართველ მხატვართა ნამუშევრების, იდეების, ჩანაფიქრის გუნება განწყობის ამოცნობა მათ ნახატებში.

კომპეტენტურმა ჟიურის წევრებმა: ნ. ხოზრევანიძემ, რ. აბუსელიძემ და თ. ხოზრევანიძემ გამოავლინეს გამარჯვებული გუნდი - „პალიტრა“ და გადასცეს დიპლომი.

კონკურსი კარგად ორგანიზებული, ინფორმაციული, მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო იყო; აღსანიშნავია რომ აქტივობა მხიარულ ნოტაზე ცეკვით CELOSO დასრულდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203