ნინოწმინდის N1 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
16-05-2022
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ და ამავდროულად, მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლის მე-5 კლასში ბიოლოგიის პედაგოგის, არუსიაკ მღდესიანის ხელმძღვანელობით 15 მაისი - კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

15 მაისს მსოფლიო კლიმატის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნით ორგანიზატორებს სურთ, მოსახლეობას შეახსენონ თუ რა პრობლემების წინაშე შეიძლება დავდგეთ უახლოეს მომავალში ბუნების გაუფრთხილებლობის გამო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203