პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ილია ხულელიძე და ნიკა ყალიონაშვილი კარატეში ორგზის მსოფლიო ჩემპიონის საწვრთნელ სემინარს დაესწრნენ
16-05-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვან შეხვედრებსა თუ სემინარებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ.
8 მაისს, კარატეში ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა და კარატეს ფედერაციაში (WKF) მსოფლიო რეიტინგით პირველ ადგილის მფლობელმა, გოგიტა არქანიამ, მცხეთაში სპარინგ სემინარი ჩაატარა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები ილია ხულელიძე და ნიკა ყალიონაშვილი მონაწილეობდნენ. მოსწავლეები სემინარს მწვრთნელთან და ამავე დროს სპორტის მასწავლებელ, როსტომ გელაშვილთან ერთად ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ გოგიტა არქანიამ სემინარის ფარგლებში ახალგაზრდა სპორტსმენებს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს