საინტერესო „თეატრალური დღე“ ჭიათურის N4 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის
16-05-2022
ჭიათურის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი აქტივობები ხორციელდება.

ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებმა გოდერძი ჩოხელის სადიპლომო ნამუშევრის მიხედვით დადგმული სპექტაკლი იხილეს, რომელმაც ბავშვებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

„საინტერესო თეატრალური დღე ჰქონდათ მე-7 კლასის მოსწავლეებს. გოდერძი ჩოხელის სადიპლომო ნამუშევრის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - „მთავარი როლის შემსრულებელი“ ძალიან ორიგინალური რეჟისურით იყო წარმოდგენილი, რაც მაყურებლისთვის მყუდრო ატმოსფეროს ქმნიდა. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი ქალაქის თეატრს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203