თბილისის N39 სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებს მანდატურმა საინფორმაციო-ინტერაქციული ტრენინგები ჩაუტარა
16-05-2022

თბილისის N39 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნებს, არამედ ჰუმანიზმსა და ტოლერანტობას ასწავლიან და პასუხისმგებლობიან, ღირსეულ მოქალაქეებად ზრდიან. 

სკოლაში, დირექციის ინიციატივით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან თანამშრომლობით, ტრენერმა მანდატურმა ლია მიშელაძემ საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ჩაუტარა საინფორმაციო-ინტერაქციული ტრენინგები თემებზე: ბულინგი, განსხვავება ბულინგსა და უწყინარ ხუმრობას შორის და დისკრიმინაცია.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ტრენინგის პროცესში, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და დასახეს პრობლემების გადაჭრის გზები.

„აღნიშნული ტრენინგების მიზანია მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება და მათი როლის გაცნობიერება ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში“,- აღნიშნავენ სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203