კერძო სკოლა „მილენიუმის“ მოსწავლეებისთვის მათემატიკა სულ უფრო სახალისო ხდება
15-03-2018

რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმის“ მოსწავლეებმა მაშტაბურ, ყოველწლიურ „მათემატიკის ფესტივალში“ მიიღეს მონაწილეობა, რომლის ორგანიზატორი გახლდათ „ევერესტი".

ღონისძიება მთელ მსოფლიოში აღიარებულ მათემატიკურ დღესასწაულს, π-ს დღეს (π=3.14) დაემთხვა (პირველად ეს დღე 1987 წელს სან-ფრანცისკოს ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმში აღინიშნა).

საქართველოში ფესტივალის მიზანია:

1) მათემატიკის პოპულარიზაცია;

2) სკოლების წარდგენა საზოგადოებისთვის;

3) სასკოლო ცხოვრების გახალისება და გამრავალფეროვნება;

4) მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლება;

5) კრეატიული იდეების წახალისება.

წელს ფესტივალზე კერძო სკოლა „მილენიუმის“ მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ (სოფიო კობახიძე, ნატალი ჩალაძე, ლიზი ფუტკარაძე, გიორგი ბახტაძე, ანდრია ჭიკაძე, ნიკოლოზ ონიაშვილი, ელენე გოგრიჭიანი და ნუცა ვარდანაშვილი). 

პედაგოგების - თამარ გოგოლაძისა და ნინო ლურსმანაშვილის - ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა ეგვიპტის პირამიდებისა და პართენონის ტაძრის მაკეტები წარადგინეს - თემა გახლდათ „ოქროს კვეთა“; კედლის გაზეთისა და სლაიდ-შოუს გარდა, ჩვენმა მოსწავლეებმა შექმნეს საინტერესო ბლიც-შიკითხვები, მათემატიკის სახალისო ამოცანები, მორთეს და π-ს სიმბოლოებით გააფორმეს ნამცხვრები.

ფესტივალზე დაუკრეს π-ს მელოდია, დაიდგა მინი სპექტაკლები, მოეწყო ლოგიკური შეჯიბრებები და სხვადასხვა აქტივობა. 

ყველა მონაწილე (დარეგისტრირებული) სკოლისთვის გამოყოფილი იყო სივრცე და მაგიდა, სადაც სკოლის მიერ შერჩეულმა მოსწავლეებმა მათემატიკის თემაზე შექმნილი კრეატიული ნამუშევრები წარადგინეს. ჩვენი სკოლის წარმომადგენლები დაინტერესებულ დამთვალიერებლებს აწვდიდნენ „მილენიუმის“ შესახებ ინფორმაციას, უმასპინძლდებოდნენ ნამცხვრებით, ჩუქნიდნენ სამახსოვროდ სკოლის ლოგოთი გაფორმებულ ბლოკნოტებს, კალმებსა და კალენდრებს.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაწეული შრომისა და სკოლის პოლულარიზაციისთვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203