ყაურმის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ანბანის სწავლა საგანმანათლებლო ღონისძიებით დაასრულეს
16-05-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ანბანის შესწავლა განსაკუთრებულად აღნიშნეს. 

მეორეკლასელთა მონაწილეობით, ღონისძიება ინგლისური ანბანის გაცილება გაიმართა. 

მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებში ჩაერთნენ, მათ შორის ინგლისურ ენაზე ლექსები წარმოთქვეს და საცეკვაო ნომრებიც შეასრულეს. 

აღსანიშნავია, რომ ყაურმის საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203