ჩხორიის საჯარო სკოლა მე-5 წელია სხვადასხვა ქვეყნის სკოლებთან აქტიურად თანამშრომლობს - მოსწავლეები საერთაშორიო პროექტებში არიან ჩართულნი
16-05-2022

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში ევროპის სკოლების გაერთიანების პორტალის - eTwinning-ის დღე აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები თემაზე - „ჩემი საოცნებო სკოლა“ და ვიდეორგოლები თემაზე - თუ რას წარმოადგენს მათთვის eTwinning-ი.

აღსანიშნავია, რომ ჩხორიის საჯარო სკოლა eTwinning-ის ქსელში უკვე მეხუთე წელია ჩართულია.  ხელმძღვანელები: იზოლდა ხვიცავა, მზია ქარდავა, ირინა სოსელია.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, eTwinning-ის მიზანია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა ქვეყნის სკოლებთან თანამშრომლობა, გამოცდილების ურთიერთგაზიარება, სწავლისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების დაუფლება, საკუთარი პროექტების შექმნა და ა.შ.

„eTwinning-ის პროექტებში მონაწილე მოსწავლეები თანამშრომლობენ უცხოელ თანატოლებთან, ხალისით ერთვებიან ერთობლივ კონფერენციებში, აკეთებენ პრეზენტაციებს, თამაშობენ Kahoot-ს, ამზადებენ სხვადასხვა რესურსებს, გაიმდიდრეს ლექსიკა, უფრო მეტად დაეუფლნენ უცხო ენას, გახდნენ თვითდაჯერებულნი. გასულ სასწავლო წელს ჩვენს სკოლას eTwinning სკოლის ტიტული 2021-2022 მიენიჭა.

9 მაისს აღინიშნება eTwinning-ის დღე. ჩვენი სკოლაც შეუერთდა ამ ღონისძიებას. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები თემაზე: ჩემი საოცნებო სკოლა, ვიდეორგოლები თემაზე თუ რას წარმოადგენს მათთვის eTwinning-ი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203