თბილისის N178 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურული გასამართლება მოაწყეს
13-05-2022

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებს სთავაზობენ და სხვადასხვა სასწავლო რესურსს აწვდიან. 

სკოლაში მორიგი შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა. მე-5 კლასის მოსწავლეებმა სცენაზე საინტერესოდ გააცოცხლეს ვაჟა-ფშაველას გენიალური მოთხრობა. მოსწავლეებმა „შვლის ნუკრის ნაამბობის“ მიხედვით მონადირის გასამართლება მოაწყეს.

მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. მოსწავლეთა დამრიგებელი ლია თანდლაშვილი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203