ივერიის საჯარო სკოლაში შიდა სასკოლო ისტორიის ტური გაიმართა. ტურის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა თებერვლის თვის ისტორიული თარიღები გააერთიანეს და აღნიშნეს.
,,8 თებერვალს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს, 8 თებერვალსაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეც, რომლის 100 წლის იუბილეც წელს ავღნიშნეთ, 25 თებერვალს კი საბჭოთა ოკუპაციის დღეა, გადავწყვიტეთ ამ მნიშვნელოვანი თარიღებისთვის ღონისძიება მიგვეძღვნა",- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მოსწავლეებმა კედლის გაზეთი გააკეთეს და თეატრალური წარმოდგენა დადგეს.
იხილეთ ფოტოები