ხორენიის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა გაზაფხულს ღონისძიება მიუძღვნეს
13-05-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები ხშირად იმართება.

ამჯერად, მესამე კლასის მოსწავლეებმა „გაზაფხულის მოსვლა“ იზეიმეს. პატარა და ნიჭიერმა ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და დიდი მონდომებით შეასრულეს ცეკვები.

ღონისძიებას კლასის დამრიგებელი აიდა აპოიანი და ბუნების პედაგოგი აიდა არაქელიანი ხელმძღვანელობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მესამეკლასელებმა დამსწრე საზოგადოების წინაში საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203