„ჯანსაღი თაობა ნათელი ფერებით“- კოდის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
13-05-2022
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჯანსაღი თაობა ნათელი ფერებით“ ჩატარდა.
პროექტი,ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, არაფორმალური განათლების მიმართულებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის ხორციელდებოდა.
ერთ-ერთი აქტივობა წარმატებულ სპორტსმენთან შეხვედრა იყო. მოსწავლეები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში - რამაზ ნოზაძეს შეხვდნენ.
შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მოჭიდავემ მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მათ კითხვებს ამომწურავად უპასუხა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს