წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში დეკანოზ პავლეს თაოსნობითა და პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლების შემწეობით დაწერილი ხატი დაივანებს
25-05-2022
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატი გადააბრძანეს, რომელიც გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის, დეკანოზ პავლეს (ცერცვაძე) თაოსნობით, პედაგოგების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების შემწეობით და მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით დაიწერა.
12 მაისს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგია აღავლინა ხარაგაულის მაცხოვრის შობის და თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძარში.
წირვის დასასრულს იკურთხა წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატი, რომელიც საზეიმო მსვლელობით ტაძრიდან გიმნაზიის შენობაში გადააბრძანეს, სადაც ის დაივანებს.
აღსანიშნავია, რომ დღესასწაულთან დაკავშირებით გიმნაზიაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს